1. საგარეო ვაჭრობისა და ნაოსნობისათვის გახსნილ თავის პორტებში თითოეული მხარე მეორე მხარის გემებს მიანიჭებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ეხება საბაჟო პროცედურებს, მოსაკრებლებსა და საპორტო გადასახდელებს, პორტებთან დაშვების თავისუფლებას და მათი სიმძლავრეების გამოყენებას, აგრეთვე, ნაოსნობისა და გემების, ეკიპაჟის წევრების, მგზავრებისა და ტვირთების მიმართ კომერციულ ოპერაციებთან დაკავშირებული ხელშეწყობის ყველა ზომას.

3. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები:

ა) არ ეხება პორტებს, რომლებიც დახურულია უცხოური გემების შემოსვლისათვის.

ბ) არ ეხება საზღვაო კაბოტაჟსა და სხვა საქმიანობას, რაც რეზერვირებულია მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისათვის.

გ) არ ავალდებულებს არც ერთ მხარეს, გაავრცელოს მეორე მხარის გემების მიმართ სავალდებულო სალოცმანო გაცილების შესახებ წესებიდან გამონაკლისი, რაც დაშვებულია საკუთარი გემებისათვი