1. ტერმინი „გემი“ გულისხმობს ნებისმიერ სავაჭრო გემს, რომელიც შეტანილია რეესტრში ან მხარის სხვა ოფიციალურ ჩამონათვალში და ცურავს ამ მხარის დროშის ქვეშ მისი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ეს ტერმინი არ მოიცავს:

ა) სამხედრო ხომალდებს და სამოქალაქო გემებს, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის.

ბ) თევზსაჭერ გემებს.

2. ტერმინი „ეკიპაჟის წევრი“ ნიშნავს კაპიტანსა და ნებისმიერ პირს, რომელიც რეისის განმავლობაში დაკავებულია გემის მართვასთან, ექსპლუატაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებით და რომელიც შეტანილია გემის ეკიპაჟის სიაშ