1. მხარეები ითანამშრომლებენ მთავრობების დონეზე შემდეგი მიზნებისათვის:
ა) საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება, მათ შორის მულტიმოდალური მიმოსვლის ჩათვლით;
ბ) მხარეთა ეროვნულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურებს შორის დამყარებული სარკინიგზო მიმოსვლის და ეროვნული სარკინიგზო სისტემებით ურთიერთორგანიზებული მართვის განვითარება და შენარჩუნება.
გ) ეროვნულ სარკინიგზო კომპანიებსა და სხვა შესაბამის საწარმოებს შორის პირდაპირი ეკონომიკური კავშირების დამყარება, ყველაზე შეღავათიანი პირობებით ტერმინალებისა და საწყობების ერთობლივი გამოყენების ჩათვლით;
დ) მხარეთა ტერიტორიებზე ეროვნული სარკინიგზო კომპანიების წარმომადგენლობათა გახსნა;
ე) ინფორმაციის, მათ შორის სტატისტიკური მონაცემების გაცვლა.
2. მხარეები კომპეტენტურ ორგანოთა დონეზე ითანამშრომლებენ შემდეგი მიზნებისათვის:
ა) სასაზღვრო პროცედურების გავლის გამარტივება;
ბ) საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფა;
გ) თვითღირებულების გამოთვლის შეთანხმებული მეთოდის შემუშავება, როგორც შეღავათიანი ტარიფებისა და ერთიანი გამჭოლი განაკვეთის საფუძველი;
დ) მხარეთა ეროვნული სარკინიგზო კომპანიების კუთვნილი მატარებლების დატვირთვისა და ჩამოტვირთვის, დაბრუნების, გადასაზიდი სამუშაოების ტექნოლოგიური პარამეტრების დარღვევისა, აგრეთვე გარემოს დაბინძურებისათვის პასუხისმგებლობის სისტემის განსაზღვრა;
ე) ტექნიკისა და დანადგარების, კონტეინერების, მატარებლების შეძენასა და შეკეთებაზე ეროვნული სარკინიგზო კომპანიების ურთიერთვალდებულებების შესრულება;
ვ) სარკინიგზო ტრანსპორტის პერსონალის მომზადების განვითარება სწავლების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე;
ზ) სარკინიგზო ტრანსპორტის პერსონალისათვის დახმარების გაწევა მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნისა და სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულების დროს, ხოლო უეცარი დაავადებებისა და ტრამვების შემთხვევაში პირველადი უფასო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
შენიშვნა 1
საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი შეთანხმების
ტექნიკური დანართისათვის
საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ ტექნიკური დანართის მე–3 მუხლის თანახმად პასუხისმგებელი ორგანოებია:
1. აზერბაიჯანის „რესპუბლიკისათვის - აზერბაიჯანის სახელმწიფო რკინიგზა;
2. სომხეთის რესპუბლიკისათვის – სახელმწიფო დახურული სააქციო საზოგადოება „სომხეთის რესპუბლიკის რკინიგზა“;
3. ბულგარეთის რესპუბლიკისათვის - ეროვნული კომპანია „ბულგარეთის სახელმწიფო რკინიგზა“;
4. საქართველოსათვის - სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი;
5. ყაზახეთის რესპუბლიკისათვის - რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „ყაზახსტან ტემირ ჟოლი“;
6. ყირგიზეთის რესპუბლიკისათვის - ყირგიზეთის რკინიგზის სამმართველო;
7. მოლდოვას რესპუბლიკისათვის - სახელმწიფო საწარმო „მოლდოვას რკინიგზა;
8. რუმინეთისათვის - რუმინეთის ტრანსპორტის სამინისტრო;
9. ტაჯიკეთის რესპუბლიკისათვის-ტაჯიკეთის რკინიგზის სამმართველო;
10. თურქეთისათვის - სახელმწიფო სარკინიგზო ადმინისტრაცია (თჩ).
11. უზბეკეთის რესპუბლიკისათვის - სახელმწიფო სააქციონერო სარკინიგზო კომპანია „უზბეკისტონ ტემირ იულლარი“;
12. უკრაინისათვის - უკრაინის რკინიგზები „უკრზალიზნიცა“;
შენიშვნა 2
საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი
შეთანხმების ტექნიკური დანართისათვის
საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ ტექნიკური დანართის მე-4 მუხლის შესაბამისად ძირითადი შეთანხმების მხარეებისათვის გამოიყენება შემდეგი შეღავათიანი პირობები და ტარიფები:
ა) ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვებზე მთელი მოქმედი ტარიფის 50%–მდე გარდა შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად მოქმედი შეღავათიანი ტარიფებისა;
ბ) ცარიელი ვაგონების სარკინიგზო ბორანებით გადაზიდვისას ენიჭებათ 50%–მდე ფასდაკლება მთელი მოქმედი ტარიფიდან.
სარკინიგზო ბორანებით ცარიელი ვაგონების გადაზიდვის ღირებულების გადახდა განხორციელდება ტვირთის გამგზავნის მიერ უშუალოდ ბორანების მფლობელებისათვის ან ექსპედიტორებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ ხელშეკრულება ბორანების მფლობელებთან.
ძირითადი შეთანხმების ტექნიკური დანართი საერთაშორისო ვაჭრობის
ნაოსნობის შესახ