ამ ტექნიკური დანართის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები ნიშნავს:
1. ტერმინი „ეროვნული სარკინიგზო კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია ერთ-ერთ მხარეში და დაფუძნების ქვეყანაში კანონიერადაა დაშვებული საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტზე, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
2. ტერმინი „მატარებელი" ნიშნავს ერთ-ერთ მხარეში რეგისტრირებულ ლოკომოტივს და/ან ვაგონებს, რომლებიც გამოიყენება და აღჭურვილია ტვირთების გადაზიდვისა და/ან მგზავრთა გადაყვანისათვის;
3. ტერმინი „გადაზიდვა" ნიშნავს სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობას რკინიგზაზე, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გადაზიდვების ნაწილი ხორციელდება საწყლოსნო გზი