გადაზიდვების შესრულებისას ამ ტექნიკური დანართის საფუძველზე ნაცვალგების პრინციპით საბაჟო მოსაკრებლების, ბაჟისა და გადასახადებისაგან თავისუფლდება მეორე მხარის ტერიტორიაზე შემოტანილი:
1. მხარეთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში საწვავი და საცხები მასალები, რომლებიც მოთავსებულია ქარხანა-დამამზადებლის მიერ დაყენებულ ავტომობილის სტანდარტულ რეზერვუარში.
2. იმ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტისათვის გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები, რომლებიც ასრულებენ ამ გადაზიდვებს.
გამოუყენებელი სათადარიგო ნაწილები ექვემდებარება უკან გატანას, ხოლო შეცვლილი სათადარიგო ნაწილები უნდა გამოიტანონ, ჩააბარონ ან გაანადგურონ შესაბამისი მხარის ტერიტორიაზე დადგენილი წესით.
ძირითადი
შეთანხმების ტექნიკური დანართი საერთაშორისო სარკინიგზო
ტრანსპორტის შესახ