1. ყოველი მხარე უფლებას აძლევს მეორე მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გადამზიდავს გადაიყვანოს მგზავრები ან გადაზიდოს ტვირთი თავისი ტერიტორიასა და მეორე მხარის ტერიტორიას ნებისმიერ პუნქტებს შორის ან უკან, აგრეთვე ტრანზიტით თავის ტერიტორიაზე, ნებართვის არსებობისას, ყოველგვარი დაუსაბუთებელი შეფერხებებისა და შეზღუდვების გარეშე.

2. გადამზიდავს შეუძლია აწარმოოს მესამე ქვეყნის გადაზიდვები, თუ აქვს ასეთი გადაზიდვების განხორციელებისათვის მხარეების კომპეტენტური ორგანოების ან ორგანიზაციების მიერ გაცემული სპეციალური ნებართვ