ამ ტექნიკური დანართის მიზნებისათვის შემდეგი ტერმინები ნიშნავს:

1 ტერმინი „გადამზიდავი“- ნებისმიერ ფიზიკურ ან იურდიულ პირს, რეგისტრირებულს ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე და დაშვებულს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესრულებისათვის.

2. ტერმინი „საავტომობილო საშუალება“

ტვირთების გადაზიდვისას - სატვირთო ავტომობილებს, სატვირთო ავტომობილებს მისაბმელით, ავტოგამწევს ან ავტოგამწევი ნახევარმისაბმელით.

მგზავრების გადაყვანისას - მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილ ავტობუსს, ე.ი. საავტომობილო საშუალებას, რომელშიც მძღოლის ადგილის გარდა არანაკლებ 8 დასაჯდომი ადგილია და რომელსაც აგრეთვე აქვს მისაბმელი ტვირთების გადაზიდვისათვის.

3. ტერმინი „გადაზიდვა“ ნიშნავს გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას ტვირთით ან ტვირთის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ავტომობილის, მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის მარშრუტის ნაწილი გადის საწყლოსნო ან სარკინიგზო გზაზე.4. ტერმინი „საშიში ტვირთები“ ნიშნავს ტვირთებს, რომლებიც საშიში ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ 1957 წლის ევროპული შეთანხმების თანახმად ითვლებიან საშიშად.

5. ტერმინი „მალფუჭებადი ტვირთები“ ნიშნავს ტვირთებს, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვებისა და ასეთი გადაზიდვებისას გამოყენებული სპეციალური აღჭურვილობის შესახებ შეთანხმების თანახმად (1970წ) ითვლებიან მალფუჭებად ტვირთებად.

6. ტერმინი ”ნებართვა“ ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც გაიცემა მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ და აძლევს მეორე მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას პირველი მხარის ტერიტორიაზე შემოსვლის, გასვლის ან ტრანზიტი გავლის უფლებას.

7. ტერმინი „სპეციალური ნებართვა“ ნიშნავს დოკუმენტს, გაცემულს ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც მეორე მხარეში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას უფლებას აძლევს განახორციელოს სპეციალური კატეგორიის გადაზიდვების პირველი მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიის გავლით.8. ტერმინი "რეგისტრაცია“ ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას ამ მხარის ეროვნული კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის შესაბამისა