1. ძირითადი შეთანხმება დაიდო 10 წლის ვადით.

ძირითადი შეთანხმების მოქმედება გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ მხარეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ.

2. ძირითადი შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს მხარის ტერიტორიაზე, თუ ეს მხარე ექვსი თვით ადრე წერილობით შეატყობინებს დეპოზიტარს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება თავის ტერიტორიაზე.

3. ძირითადი შეთანხმების დებულებების შესაბამისად ხელმოწერილი ხელშეკრულებების, შეთანხმებისა და სხვა მოლაპარაკებებიდან წარმოშობილი ვალდებულებები ინარჩუნებენ ძალას მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც, მათ საბოლოო შესრულებამდე.

შესრულებული ქ. ბაქოში 1998 წლის 8 სექტემბერს, ერთ ნამდვილ ეგზემპლარად ინგლისურ და რუსულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

რის დასადასტურებლადაც, ქვემორე ხელისმომწერ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე ძირითად შეთანხმებას, თანდართული შენიშვნების ჩათვლით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით

სომხეთის რესპუბლიკის სახელით

ბულგარეთის რესპუბლიკის სახელით

საქართველოს სახელით

ყაზახეთის რესპუბლიკის სახელით

ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელით

რუმინეთის სახელით

ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელით

თურქეთის რესპუბლიკის სახელით

უზბეკეთის რესპუბლიკის სახელით

უკრაინის სახელით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დათქმა

ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის

საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი

შეთანხმებისათვის

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკა აცხადებს, რომ ძირითად შეთანხმებაში და მის ტექნიკურ დანართებში ჩამოყალიბებული არანაირი უფლება-მოვალეობანი და დებულებანი არ იქნება გამოყენებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მის ტერიტორიაზე: იმ გადაზიდვების მიმართ, რომლებისთვისაც სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია არის საწყისი, სატრანზიტო ან საბოლოო ტერიტორია.

2. აზერბაიჯანის რესპუბლიკა იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს წინამდებარე დათქმის პირველი პუნქტის დებულებები და წერილობითი ფორმით შეატყობინოს სხვა მხარეებს ნებისმიერი ასეთი ცვლილების ან გაუქმების შესახებ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის                                                                                ჰეიდარ ალიევი

პრეზიდენტი

ყაზახეთის რესპუბლიკის დათქმა

ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის

საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი

შეთანხმებისათვის

საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ ტექნიკური დანართის მე-4 მუხლისა და მისი მე-2 შენიშვნის დებულებები ყაზახეთის რესპუბლიკაზე არ ვრცელდება.

ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციის•

მეთაური, ტრანსპორტისა და

კომუნიკაციების მინისტრი                                                                                ერკინ კალიევი

რუმინეთის დათქმა

ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის

საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი

შეთანხმებისათვის

რკინიგზის შესახებ ტექნიკური დანართის მე-2 შენიშვნა რუმინეთის მიმართ არ გამოიყენება.

რუმინეთის პრეზიდენტი                                                                               ემილ კონსტანტინესკუ

ძირითადი შეთანხმების ტექნიკური დანართი საბაჟო

პროცედურებისა და დოკუმენტების დამუშავების შესახ