1. მხარეებს შორის ნებისმიერი დავა, უთანხოება ან პრეტენზია, როლებიც წარმოიშვება ძირითადი შეთანხმების გამოყენებასთან, განმარტებასთან, დარღვევასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით და რომლებიც ვერ გადაწყდება მოლაპარაკებების გზით, ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიერ გადაეცემა განსახილველად მთავრობათაშორის კომისიას.
2. ნებისმიერი ასეთი დავა, უთანხოება ან პრეტენზია, რომელიც ვერ გადაიჭრება მთავრობათაშორი კომისიის მიერ, ყველა დაინტერესებული მხარის თხოვნით გადაეცემა შესაბამის საერთაშორისო ან საარბიტრაჟო სასამართლოს, ან საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში მისი კომპეტენციის ფარგლებში.
-