1. მხარეები, ძირითადი შეთანხმების დებულებების განხორცელებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, ქმნიან მთავრობათაშორის კომისიას.
2. მთავრობათაშორისო კომისია შედგება მხარეთა მაღალი სამთავრობო თანამდებობის პირებისა ან ძირითადი შეთანხმების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილი მათი წარმომადგენლებისაგან.
მთავრობათაშორისი კომისია გადაწყვეტილებებეს იღებს კონსენსუსის პრინციპის საფუძველზე.
3. მთავრობათაშორისი კომისია რეგულარულად ატარებს სხდომებს, წელიწადში არანაკლებ ერთისა, რიგ-რიგობით თითოეული მხარის ტერიტორიაზე. ამასთან, მიმღები მხარე თავმჯდომარეობს ერთი წლის განმავლობაში. მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარე იმ მხარის დელეგაციის მეთაურია, რომელშიც ტარდება სხდომა.
მთავრობათაშორისი კომისიის სხდომები ტარდება თავმჯდომარის ან ნებისმიერი მხარის წინადადებით მხარეების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებსაც მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ მოიწვიონ შესაბამისი ექსპერტები.
4. მთავრობათაშორისი კომისა იღებს პროცედურის საკუთარ წესებს.
5. საჭიროების შემთხვევაში მთავრობათაშორის კომისიას შეუძლია შეიტანოს წინადადებები ძირითად შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე ძირითადი შეთანხმებისათვის ახალი ტექნიკური დანართების მიღების შესახებ.
6. მთავრობათაშორისი კომისია შეიმუშავებს გადაწყვეტილებებს მხარეებისათვის მისაღებად და შესაბამის რეკომენდაციებს ძირითადი შეთანხმების საკითხებზე, მათ შორის:
ა) სატრანსპორტო პოლიტიკის კოორდინაცია;
ბ) ძირითადი შეთანხმების დებულებების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება და თავისუფალი გაცვლა;
დ) მხარეებს შორის გადაზიდვების ჰარმონიული განვითარება, უპირველეს ყოვლისა მოძრაობის უსაფრთხოების, ტვირთების შენახვისა და ეკოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით;
ე) სატრანსპორტო საწარმოებსა და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ვ) მულტიმოდალური გადაზიდვების ხელშეწყობა;
ზ) დადგენილ გამშვებ პუნქტებში გამოსაყენებელი საბაჟო პროცედურებისა და პრაქტიკის გამარტივება.
7.მთავრობათაშორის კომისიას აქვს უფლება შექმნას სამუშაო ჯგუფები ძირითადი შეთანხმების მე-10 მუხლის 1 პუნქტში მითითებული სფეროების მიხედვით და განსაზღვროს მათი უფლებები და მოვალეობებ