1. ძირითადი შეთანხმების ეფექტიანი გამოყენების მიზნით მთავრობათშორისი კომისია აფუძნებს მუდმივ სამდივნოს.
2. სამდივნო განლაგებულია ქ. ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და გააჩნია მუდმივი წარმომადგენლობები თითოეულ მხარეში.
3. მთავრობათშორისი კომისია შეიმუშავებს და დაამტკიცებს დებულებას მუდმივი სამდივნოს შესახებ, განსაზღვრავს მის უფლებამოსილებებს, უფლებებსა და მოვალეობებს, თანამდებობის პირების დანიშვნის პროცედურას, აგრეთვე მოამზადებს წინადადებებს მუდმივი სამდივნოს მუშაობის ერთობლივი ფინანსირების სისტემის შესახებ.
ფინანსირების სისტემა მტკიცდება მხარეების მთავრობების მიერ.
4. მუდმივი სამდივნო ახორციელებს ზედამხედველობას ძირითადი შეთანხმების დებულებების შესრულებაზე, აგრეთვე ასრულებს მთავრობათშორისი კომისიის გადაწყვეტილებებს და შედის შესაბამისი წინადადებებით მთავრობათშორის კომისიაშ