1. თითოეული მხარე აძლევს დანარჩენ მხარეებს საერთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთებისა და მგზავრების ტრანზიტის უფლებას თავის ტერიტორიის გავლით, ძირითად შეთანხმებაში მითითებული პირობებით.

2. მხარეები უზრუნველყოფენ თავის ტერიტორიებზე სატრანზიტო გადაზიდვების ხელშეწყობის ყველაზე ეფექტიან ორგანიზებას.

3. ძირითადი შეთანხმების დებულებები არ ეხება მხარეების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო კონვენციებიდან და შეთანხმებებიდან, რომელთა მონაწილეებიც ისინი არიან ან შეიძლება გახდნე