1. ტექნიკური დანართები საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტზე, საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტზე, საერთაშორისო სავაჭრო ნაოსნობაზე და საბაჟო პროცედურებსა და დოკუმენტების დამუშავებაზე წარმოადგენენ ძირითადი შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, ისევე როგორც სხვა ტექნიკური დანართები, რომლებიც შემდგომში, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნას.

2. ტექნიკურ დანართებს აქვს ისეთივე სავალდებულო ხასიათი მხარეებისათვის იმგვარადვე და იგივე მოცულობით, როგორც ძირითად შეთანხმებას, და უზრუნველყოფენ ძირითადი შეთანხმებით განსაზღვრულ საკითხების დეტალურ მოწესრიგებას. ამასთან, ძირითადი შეთანხმების დებულებებსა და ნებისმიერი ტექნიკური დანართის დებულებებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში, აუცილებელია ძირითადი შეთანხმების დებულებებით ხელმძღვანელობა.

3. თითოეულ მხარეს აქვს უფლება წარმოადგინოს შესწორებები ტექნიკურ დანართებისათვის და, აუცილებლობის შემთხვევაში, წარმოადგინოს მუდმივ სამდივნოში ტექნიკური დანართების ახალი პროექტები.

4. ტექნიკური დანართებისათვის შემოთავაზებული შესწორებები და ახალი პროექტები განიხილება მთავრობათაშორისი კომისიის მიე