1. ძირითადი შეთანხმება ღიაა შესაერთებლად ნებისმიერი სახელმწიფოსათვის.

2. შეერთების შესახებ დოკუმენტები ასეთ შეერთებაზე ყველა მხარის თანხმობის შემთხვევაში, ბარდება შესანახად ძირითადი შეთანხმების მე-15 მუხლში მითითებულ დეპოზიტარს.

3. ძირითადი შეთანხმება ძალაში შედის შეერთებული სახელმწიფოებისათვის დეპოზიტარისათვის შეერთების შესახებ დოკუმენტების ჩაბარებიდან 30-ე დღეს.

4. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციებს შეუძლიათ შეუერთდნენ ძირითად შეთანხმებას ასოცირებული წევრის სტატუსით.

5. მთავრობათშორის კომისიას შეუძლია შეიმუშაოს პირობები, რომლებიც განაპირობებენ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების ძირითადი შეთანხმების მხარეებთან ასოციაციაში შესვლა