ძირითადი შეთანხმების მიზნებს წარმოადგენს:

ა) ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარება ევროპის, შავი ზღვის, კავკასიის, კასპიის ზღვისა და აზიის რეგიონებში;

ბ) საავტომობილო საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტის, აგრეთვე სავაჭრო ნაოსნობის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.

გ) ტვირთების, მგზავრების საერთაშორისო გადაზიდვა-გადაყვანის და ნახშირწყალბადის პროდუქტების საერთაშორისო ტრანსპორტირებისათვის ხელშეწყობა;

დ) მოძრაობის უსაფრთხოების, ტვირთების შენახვისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა;

ე) სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ჩარჩოების ჰარმონიზაცია;

ვ) ტრანსპორტის ცალკეულ სახეობებს შორის კონკურენციის თანაბარი პირობების შექმნ