1. თითოეული მხარე აღიარებს გემების ეროვნული კუთვნილების დამადასტურებელ და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია ან აღიარებულია მეორე მხარის მიერ.
2. თითოეული მხრის გემები, რომლებიც გემების გაზომვის შესახებ 1969 წლის საერთაშორისო კონვენციის თანახმად აღჭურვილნი არიან გაზომვის მოწმობებით, თავისუფლდებიან გაზომვისაგან მეორე მხარის პორტებში და ეს დოკუმენტი მიღებულია საფუძვლად საპორტო მოსაკრებლების დარიცხვისა