1. ცენტრალური ორგანოს ამოცანები და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ავტონომიურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შესაბამისი უფლებამოსილების ტერიტორიულ საზღვრებში სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების ძირითადი ამოცანებია:
ა) სახანძრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება შესაბამისი ძალებით;
ბ) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელება ტერიტორიულ ფარგლებში;
გ) საგანგებო სიტუაციების (მათ შორის – ხანძრების) აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;
დ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება;
ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების (შემდგომში – სამსახურები) ორგანიზება და კოორდინირება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობა;
ზ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
თ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირება, სპეციალური ფორმის სახით წარდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში (დანართი №2, დანართი №3);
ი) შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, მოსახლეობის დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებების (დამცავი ნაგებობების: თავშესაფრები, მართვის პუნქტები, მეტროპოლიტენები, სამთო გამონამუშევრები, გამოქვაბულები, გვირაბები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ.) გამოყენების, მათი მუდმივი მზადყოფნისა და საევაკუაციო ღონისძიებათა დაგეგმვის ორგანიზება შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით;
კ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავება და სრულყოფა;
ლ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობა;
მ) საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების დეკლარაციის მიღება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება ცენტრალურ ორგანოსთან კოორდინაციით;
ნ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღრიცხვა
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.01.2012
მუხლი 3. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების ძირითადი ამოცანები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანდართული სახით დამტკიც
- მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
- მუხლი 4. 2012 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განხორციელდეს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდებით დამტკიცებული მეხანძრე-მაშველის სერტიფიცირება. აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისთვის აუცილებელ ღონისძიე
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის დანიშვნა და მისი უფლებამოსილება
- მუხლი 6. რეაგირების ძალების დაკომპლექტება
- მუხლი 7. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შემადგენლობა და მათი ძირითადი ამოცანები
- მუხლი 8. რეაგირების ძალების საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 9. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების, მოსამსახურეთა და ტექნიკის ფორმა და ნიშანი
- მუხლი 10. მეხანძრე-მაშველი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №153, 04.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020717/muxli-3-2/