1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიგელით დაჯილდოება;

ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა;

თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;

კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715);

ბ) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715);

გ) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715);

დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა;

ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება.

3. მოსამსახურის მიმართ ერთდროულად შეიძლება წახალისების რამდენიმე ფორმა იქნეს გამოყენებული.

4. მოსამსახურის წახალისების წესსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესს ამტკიცებს მინისტრი.

5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022