თავი IX — საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი
1. მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან:
ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე (სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანით ან უამისოდ);
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო;
ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების გამო;
ვ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო;
ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე;
თ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ი) გარდაცვალების გამო;
კ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;
ლ) შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასების მიღების გამო;
მ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო;
ნ) სამსახურის ვადის გასვლის გამო;
ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, შეიძლება ასევე გათავისუფლდეს თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან:
ა) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
ბ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში;
გ) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო.
3. სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დაითხოვება:
ა) სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ბ) სამსახურის სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში;
გ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო.
4. მოსამსახურის გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ან მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.12.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 13.12.2024 კანონი №172
- 06.09.2022 კანონი №1715
წინა რედაქცია (06.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 52. მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები 1. მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან: ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე (სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანით ან უამისოდ); ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთგანხოვნრცის შეუსრულებლობის გამო; ვ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო; ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე; თ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ი) გარდაცვალების გამო; კ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო; ლ) სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასების მიღების გამო; მ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო; ნ) სამსახურის ვადის გასვლის გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, შეიძლება ასევე გათავისუფლდეს თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან: ა) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ბ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში; გ) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო. 3. სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დაითხოვება: ა) სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ბ) სამსახურის სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში; გ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო. 4. მოსამსახურის გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ან მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი.