თავი IX — საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურედ მიიღება (თანამდებობაზე დაინიშნება) საქართველოს მოქალაქე/უცხოელი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.
[
1
1
. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მისაღები პირის (კანდიდატის) ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შემოწმდეს აგრეთვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა) საშუალებით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
2. უცხოელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სახით.
3. პირს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა, სამოქალაქო პირისა, სხვა საჯარო მოსამსახურისა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება.
4. მოსამსახურის სამსახურში მიღებისა და მის მიერ სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1151 – ვებგვერდი, 15.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.12.2025 კანონი №1151
- 06.09.2022 კანონი №1715
- 22.12.2018 კანონი №4067
წინა რედაქცია (06.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურედ მიიღება (თანამდებობაზე დაინიშნება) საქართველოს მოქალაქე/უცხოელი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. [ 1 1 . საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მისაღები პირის (კანდიდატის) ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შემოწმდეს აგრეთვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა) საშუალებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] 2. უცხოელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სახით. 3. პირს, (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა დ, სა გამოსქაცდელი ვადით მიღებულიქო პირისა, სხვა საჯარო მოსამსახურში მიღებისა) ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება. 4. მოსამსახურის სამსახურში მიღებისა და მის მიერ სამსახურის გავლის წესსი, მათ შორის, იმ ს საკითხებსი, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, განისაზღვრავს საგანგებო სიტუაც მიებნის მატრთვის სამსახუბრძანების უფროსით.