თავი IX — საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი
1. სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, პირი ინიშნება სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას პირმა (კანდიდატმა) შემოწმება უნდა გაიაროს. შემოწმება გულისხმობს პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმებას/მოძიებას. შემოწმების დაწყებამდე პირი აცხადებს წერილობით თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე.
4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. თუ სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, კანდიდატებს თანაბარი შედეგები აქვთ, სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აქვს გავლილი.
6. სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, მოსამსახურე დებს ფიცს. მოსამსახურის ფიცის ტექსტს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.09.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 06.09.2022 კანონი №1715
- 22.12.2018 კანონი №4067
წინა რედაქცია (06.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. სპეციალური კონკურსი 1. სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, პირი ინიშნება სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურნის უფტროსის ბრძანებით. 3. სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალ მისწინღებულ იმ თსანას პირმდებობაზე დ (კანდიშვნის დროს, როატმელიც ითვალისწინ) შებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, პირმა უნდა გაიაროს სპეციალური შემოწმება. სპეციალური შემოწმება გულისხმობს პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმებას/მოძიებას. სპეციალური შემოწმების დაწყებამდე პირი (კანდიდატი) აცხადებს წერილობით თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურნის უფტროსის ბრძანებით. 5. თუ სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, კანდიდატებს თანაბარი შედეგები აქვთ, სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აქვს გავლილი. 6. სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, მოსამსახურე დებს ფიცს. მოსამსახურის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურნის უფტროსი.