1. მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველისთვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დღე.

3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამსახური გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზ