1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური წოდება.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და გამოსაცდელი ვადით მიღებული პირისა). სააგენტოში მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო სპეციალური წოდება.

3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება მხოლოდ თანამიმდევრობით. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურის გამოტოვებით დაუშვებელია.

4. სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, გარდა უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდებისა, ანიჭებს სამსახურის უფროსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფის წარდგინებით.

5. უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

6. უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებ