1. მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ.
2. მოსამსახურის მორიგი წოდების მისანიჭებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფი მოსამსახურის უშუალო უფროსის წარდგინების საფუძველზე ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს.
3. მორიგი სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელ დანაყოფში, ასევე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
4. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური ან/და სამხედრო წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება არ მიენიჭება.
5. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
6. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაშ