1. კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში დაწესებულია სპეციალური და სამხედრო წოდებები.

2. სამინისტროს მოსამსახურეს სპეციალური ან სამხედრო წოდება (მორიგი ან ვადაზე ადრე) ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება.

3. სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელია, გარდა უკანონოდ დათხოვნილი პირის აღდგენის შემთხვევისა.

4. წოდებების მინიჭება:

ა) პირველად და მორიგ სპეციალურ ან სამხედრო წოდებას ანიჭებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

ბ) უმაღლეს სპეციალურ ან სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, სამინისტროს მოსამსახურეს ენიჭება  ლეიტენანტის სამხედრო ან უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება.

6. სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭებისთვის განათლების ცენზი დადგენილია ამ წესის მე-13 მუხლით.

7 სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების უფლებამოსილება აქვს მინისტრს ან სხვა უფლებამოსილ პირებს.

8. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ პირებს მათი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოთ შესაბამისი სპეციალური ან სამხედრო წოდება