1. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით.

2. მოსამსახურის გამართლების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სახელმწიფო სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.

3. გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდებ