1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის (გარდა შრომით ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით ჩერდება:
ა) მოსამსახურის წერილობითი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი (არაუმეტეს წელიწადში 5 დღისა);
ბ) შვებულების დროს;
გ) მისი კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე (ამ შემთხვევაში შესაბამისი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურეს);
ე) დისციპლინური წარმოებისას, მოსამსახურის სამსახურიდან დროებით ჩამოშორების შემთხვევაში;
ვ) თანამდებობიდან დროებით გადაყენების შემთხვევაში;
ზ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოსამსახურის მოთავსებისას, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა (ამ შემთხვევაში შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურეს);
თ) მოსამსახურისთვის სხვა ფუნქცია-მოვალეობების დროებით დაკისრებისას, როდესაც ხდება მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან გათავისუფლება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს უშუალო უფროსი. მას არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში.
4. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში, მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო) აგრეთვე დანამატი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების