1. სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის გავლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ვადა, გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.

3. უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნული წოდებების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინისტრის წარდგინებით.

4. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი, მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში, გარდა ამ წესის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თანამდებობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლება მხოლოდ გამართლების შემთხვევაშ