1. ყოველი სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდებით სამსახურის გავლისათვის დადგენილია ვადა, გარდა უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა.
2. საომარი მდგომარეობის დროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები მცირდება 6 თვის ვადით და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამგვარ მოქმედებებში.
3. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.
4. უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური ან უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნული წოდებების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამსახურის უფროსის წარდგინებით.
5. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში, გარდა ამ წესის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის