1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
2. რიგით და ოფიცერთა შემადგენლობას სპეციალურ წოდებებს (გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებებისა) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ოფიცერთა შემადგენლობას უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს
3. სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობისათვის მინიჭებული წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა "გადამდგარი" ან "თადარიგის" .
4. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს ‚‚სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით .
5. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
6. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლის-სამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის-სამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
7. სამხედრო წოდების ან „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირებს სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას ენიჭებათ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდება, რომელიც მათი სამხედრო ან სპეციალური წოდების თანაბარია.
8. ოფიცრის წოდების არმქონე პირებს, რომლებიც ოფიცრის თანამდებობაზე ინიშნებიან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება მიენიჭებათ შემდეგი წესით:
ა) უმაღლესი განათლების მქონე პირებს - ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე;
ბ) საშუალო ან საშუალო სპეციალური განათლების მქონე პირებს - სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ.
9. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.
10. ომის პირობებში ოფიცერთა შემადგენლობისათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები მცირდება 1 წლამდე და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებშ