1. სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა)რიგითი შემადგენლობისათვის:
უმცროსი სპეციალური წოდება –საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი/საზღვაო კაპრალი, უმცროსი სერჟანტი/უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი/მიჩმანი, უფროსი სერჟანტი/უფროსი მიჩმანი, მასტერ-სერჟანტი/მასტერ-მიჩმანი;
ბ) ოფიცერთა შემადგენლობისათვის:
საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი/კაპიტან-ლეიტენანტი;
უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი/მესამე რანგის კაპიტანი, ვიცე-პოლკოვნიკი/მეორე რანგის კაპიტანი, პოლკოვნიკი/პირველი რანგის კაპიტანი;
უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორი/ვიცე-ადმირალი, გენერალ-ლეიტენანტი/ ადმირალი