1. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ თავდაცვის ძალების რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გათანაბრდეს შემდეგი წესით:

ა) ეფრეიტორი და II კლასის ეფრეიტორი − რიგითი;

ბ) მატროსი, უფროსი მატროსი და II კლასის მატროსი − საზღვაო რიგითი;

გ) I კლასის ეფრეიტორი − I კლასის რიგითი;

დ) I კლასის მატროსი − I კლასის საზღვაო რიგითი;

ე) ბატალიონის სერჟანტი და შტაბის სერჟანტი − მასტერ-სერჟანტი;

ვ) ხომალდის მიჩმანი და შტაბის მიჩმანი − მასტერ-მიჩმანი;

ზ) ბრიგადის სერჟანტი − მთავარი სერჟანტი;

თ) უმცროსი ლეიტენანტი − ლეიტენანტი.

2. ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და თავდაცვის ძალების რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გათანაბრდეს შემდეგი წესით:

ა) საზღვაო რიგითი − რიგითი;

ბ) I კლასის საზღვაო რიგითი − I კლასის რიგითი;

გ) საზღვაო კაპრალი − კაპრალი;

დ) საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი − კაპრალ-სპეციალისტი;

ე) უმცროსი მიჩმანი − უმცროსი სერჟანტი;

ვ) მიჩმანი − სერჟანტი;

ზ) უფროსი მიჩმანი − უფროსი სერჟანტი;

თ) მასტერ-მიჩმანი − მასტერ-სერჟანტი;

ი) მთავარი მიჩმანი − მთავარი სერჟანტი;

კ) ლეიტენანტი − ლეიტენანტი;

ლ) უფროსი ლეიტენანტი − უფროსი ლეიტენანტი;

მ) კაპიტან-ლეიტენანტი − კაპიტანი;

ნ) III რანგის კაპიტანი − მაიორი;

ო) II რანგის კაპიტანი − ვიცე-პოლკოვნიკი;

პ) I რანგის კაპიტანი − პოლკოვნიკი;

ჟ) კონტრადმირალი − ბრიგადის გენერალი;

რ) ვიცე-ადმირალი − გენერალ-მაიორი;

ს) ადმირალი − გენერალ-ლეიტენანტი.

3. შესაბამისმა უფლებამოსილმა სამსახურმა უზრუნველყოს მოქმედი სამხედრო მოსამსახურისა და თავდაცვის ძალების რეზერვში მყოფი პირის სააღრიცხვო მონაცემების შეცვლა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად სამხედრო წოდებების გასათანაბრებლა