1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილ სტუდენტს, რომელმაც ჩააბარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღები სახელმწიფო გამოცდები და 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:

ა) მან სამხედრო კათედრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;

ბ) იგი სამხედრო კათედრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისთვის აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე იყო;

გ) მან სამხედრო კათედრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები ამ კათედრის გაუქმების გამო ვერ ჩააბარა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს, რომელსაც 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:

ა) მან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;

ბ) იგი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისთვის აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე იყო;

გ) მან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები ამ კათედრის გაუქმების გამო ვერ ჩააბარ