სამინისტრო/ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი/მოხალისეთა ორგანიზაცია/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია:

ა) ორგანიზაციის წევრი/მოხალისე მოხალისეობის განხორციელებისას უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა ორგანიზაციის წევრის/მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად;

ბ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს დროულად, გონივრულ ვადაში, გასაგები ფორმით მიაწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია  მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მოქმედი ყველა ფაქტორის შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზაციის წევრი/მოხალისე უზრუნველყოს პერსონალური დამცავი აღჭურვილობი