1. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) კონკრეტული მიზნის მისაღწევად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე/მოხალისეთა ორგანიზაციაზე გასცეს გრანტი;
ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/მოხალისეთა ორგანიზაციას/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს/მოხალისეს მიანიჭოს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონებით;
გ) მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში:
გ.ა) უზრუნველყოს მოხალისისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი რეაბილიტაცია, თუ მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს ან ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებული ღონისძიების განხორციელებისას გაუარესდა;
გ.ბ) მოხალისეთა სისტემის განვითარებისთვის უზრუნველყოს სპორტული და სასწავლო სივრცეების ფუნქციონირება, სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვა;
გ.გ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ჩართული პირები უზრუნველყოს კვებით, სამედიცინო მომსახურებით, განთავსებით, სათანადო ქონებით/აღჭურვილობით/ტექნიკით და ტრანსპორტირებით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით:
ა) უფლებამოსილია:
ა.ა) ხელი შეუწყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირს სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციაში;
ა.ბ) უზრუნველყოს პატრიოტული, სალაშქრო, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში − სამხედრო-სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
ბ) აფორმებს ხელშეკრულებას მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან;
გ) აფორმებს მოხალისეობით ხელშეკრულებას მოხალისესთან;
დ) გასცემს მოხალისის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას;
ე) გეგმავს ან/და ახორციელებს სამინისტროს მიერ დაგეგმილ, მოხალისეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
ვ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი ან/და სხვა დაფინანსება;
ზ) ზედამხედველობს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ ამ კოდექსით დადგენილი პირობებისა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, აგრეთვე მოხალისეთა ორგანიზაციის მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფულადი სახსრების ხარჯვას და მოხალისის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფულადი სახსრების ხარჯვას.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხალისეთა ორგანიზაციის მართვაში მონაწილეობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1138 - ვებგვერდი, 12.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 09.12.2025 კანონი №1138
- 24.06.2025 კანონი №713
წინა რედაქცია (12.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 169. სახელმწიფოს უფლებამოსილებები მოხალისეობასთან დაკავშირებით 1. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სამინისტრო უფლებამოსილია: ა) კონკრეტული მიზნის მისაღწევად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე/მოხალისეთა ორგანიზაციაზე გასცეს გრანტი; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/მოხალისეთა ორგანიზაციას/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს/მოხალისეს მიანიჭოს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონებით; გ) მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში: გ.ა) უზრუნველყოს მოხალისისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი რეაბილიტაცია, თუ მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს ან ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებული ღონისძიების განხორციელებისას გაუარესდა; გ.ბ) მოხალისეთა სისტემის განვითარებისთვის უზრუნველყოს სპორტული და სასწავლო სივრცეების ფუნქციონირება, სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვა; გ.გ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ჩართული პირები უზრუნველყოს კვებით, სამედიცინო მომსახურებით, განთავსებით, სათანადო ქონებით/აღჭურვილობით/ტექნიკით და ტრანსპორტირებით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით: ა) უფლებამოსილია: ა.ა) ხელი შეუწყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირს სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციაში; ა.ბ) უზრუნველყოს სამხედრო-პატრიოტული და, სალაშქრო, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების დ, აგრეგმთვე თა/განხვისი კორმპეტენციეის ფარგლება,ში − სამხედრო-ისტასწავლორ ღონიულსძი თემატბებიკის დაგეგმომზვად/განხორციელება; ბ) აფორმებს ხელშეკრულებას მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან; გ) აფორმებს მოხალისეობით ხელშეკრულებას მოხალისესთან; დ) გასცემს მოხალისის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას; ე) გეგმავს ან/და ახორციელებს სამინისტროს მიერ დაგეგმილ, მოხალისეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ვ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი ან/და სხვა დაფინანსება; ზ) უზრუნედამხედველყოფბს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ ამ კოდექსით დადგენილი პირობებისა და მშესათთბან გაფორმებულისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, აგრეთვე მოხალისეთა ორგანიზაციის მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფულადი სახსრების ხარჯვას და მოხალისის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფულადი სახსრების ხარჯვას. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხალისეთა ორგანიზაციის მართვაში მონაწილეობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით.