1. სამინისტრო/ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია მოხალისეს აუნაზღაუროს მის მიერ გაწეული, მოხალისეობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯები, მათ შორის:

ა) საკონსულო მომსახურების (შესაბამისი ვიზის გაფორმების, ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების) ხარჯები;

ბ) მგზავრობის ხარჯები;

გ) საცხოვრებლის დაქირავების (ადგილის დაჯავშნისა და ცხოვრების) ხარჯები;

დ) კვების, კომუნიკაციისა და სადღეღამისო ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხარჯების მოხალისეთა ორგანიზაციის წევრისთვის/მოხალისისთვის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოხალისეთა ორგანიზაციას, თუ შესაბამისი ღონისძიება მან დაგეგმა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება არ ცვლის მოხალისეობის უანგარო ხასიათ