1. მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევისა და მომზადების მიზნით, სამინისტროში პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სტაჟიორად.

2. პირის სტაჟიორად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია განხილულ იქნეს მისი თანამდებობაზე დანიშვნის ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიღების საკითხი.

3. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკის გავლას.

4. სტაჟიორის მიღებისა და პრაქტიკის გავლის წესს განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით