1. სპეციალური წოდება ენიჭება საბჭოს წევრსა და მისი აპარატის მოხელეს, მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.

2. საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები საბჭოს წევრებს ენიჭებათ საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მისი აპარატის მოხელეებს – საბჭოს მდივნის ბრძანებით.

3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას საბჭოს წევრებსა და საბჭოს აპარატის მოხელეებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. აკრძალულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.

5. საბჭოს წევრსა და მისი აპარატის მოხელეს სპეციალური წოდება, მისი არქონის შემთხვევაში, მიენიჭება თანამდებობაზე არჩევასთან/დანიშვნასთან ერთად.

6. საბჭოს წევრს თანამდებობაზე გამწესებასთან ერთად მიენიჭება იუსტიციის უმცროსი მრჩევლის სპეციალური წოდება. საბჭოს იმ წევრს, რომელსაც თანამდებობაზე გამწესების დროს აქვს უფრო მაღალი სპეციალური წოდება, უნარჩუნდება აღნიშნული წოდება.

7. იმ პირებს, რომლებსაც საბჭოში მუშაობის დაწყებამდე ჰქონდათ საბჭოში დაწესებული სპეციალური წოდებებისაგან განსხვავებული სპეციალური წოდება, მიენიჭებათ შესაბამისი სპეციალური წოდება.

8. მომდევნო სპეციალური წოდების მისანიჭებლად საბჭოს წევრის წარდგენას ახდენს საბჭოს მდივანი, ხოლო საბჭოს აპარატის მოხელისას – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

9. მოხელეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდ