1. სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს ან კოლეგიის/ პალატის თავმჯდომარეს აქვს ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოსამართლეებზე განაწილებულ საქმეთა რაოდენობის ხედვის შესაძლებლობა.

2. ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას, სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია გაანაწილოს საქმეები რიგითობის წესით, რაც გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა გვარის ანბანური რიგითობის მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით საქმეები ნაწილდება იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული სისტემის შეფერხების ხანგრძლივობა აღემატება 2 დღეს, გარდა  დაუყოვნებლივ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებისა, ასევე იმ საქმეებისა, რომელთა განხილვის ვადა 24, 48 ან 72 საათია. აღნიშნულ საქმეებს სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი ანაწილებს, თუ ელექტრონული სისტემის შეფერხების ხანგრძლივობა აღემატება სამ საათს.

4. სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე ან სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხების შესახებ ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტს, სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და ელექტრონული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ პირს, რაც ფორმდება შესაბამისი აქტით.

5. ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხების აღმოფხვრას უზრუნველყოფს სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ან ელექტრონული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირი, რის შესახებაც ინფორმაცია წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტსა და შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს ან კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეს.

6. ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხების აღმოფხვრისას, სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტს მიმართავს მოხსენებითი ბარათით, რომელშიც აღინიშნება ინფორმაცია სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის  მიერ განაწილებულ საქმეთა შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის ინფორმირების შემდეგ, სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი  უზრუნველყოფს რიგითობის წესით განაწილებულ საქმეთა ელექტრონულ სისტემაში ასახვას შემდეგი აღნიშვნით: „ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე