1. შემთხვევითი განაწილების პრინციპი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა:

ა) შესაბამის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას მხოლოდ ერთი მოსამართლე ახორციელებს;

ბ) რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა;

გ) რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლე მორიგეობს.

2. ამ პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები ნაწილდება განჩინების/გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლეზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სარჩელის განმეორებით წარდგენისას;

ა1) სარჩელის მიღების შემდეგ იმავე მხარეების მიერ იმავე საგანზე იმავე საფუძვლით სარჩელის განმეორებით წარდგენისას;

ბ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე საჩივრის წარდგენისას;

გ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განმეორებით წარდგენისას;

დ) სარჩელის აღძვრამდე სარჩელის ან მტკიცებულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიღების შემდეგ სარჩელის წარდგენისას;

ე) სარჩელის აღძვრამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ დროებითი განჩინების მიღების შემდეგ სარჩელის წარდგენისას;

ე1) პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენისას;

ე2) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ მოვალის ქონებასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას;

ვ) გადაწყვეტილებაში უსწორობათა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესახებ განცხადების წარდგენისას;

ზ) დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენისას;

თ) სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების წარდგენისას;

ი) სააღსრულებო ფურცლის ან მისი დუბლიკატის გაცემის, სააღსრულებო ფურცელში უზუსტობის აღმოფხვრის, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის, აგრეთვე აღსრულების პროცესში უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენისას;

კ) ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ლ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენისას.

3. ამ პუნქტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმეები ნაწილდება შემდეგი წესით:

ა) ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე რამდენიმე საგამოძიებო, საპროცესო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ან რამდენიმე ბრალდებულის მიმართ წარდგენილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობები ნაწილდება ერთსა და იმავე მოსამართლეზე;

ბ) მიმალვის შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების, შეცვლის ან ძალაში დატოვების საკითხს, მისი დაპატიმრების შემთხვევაში, განიხილავს ის მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

გ) ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის მიმდინარეობისას, შუამდგომლობა და საქმე ბრალდებულის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე ნაწილდება პირველი წარდგენის სხდომის წარმმართველ მოსამართლეზე;

გ1) ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის დასრულების შემდეგ შემოსული საქმე და შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე ნაწილდება ამ წესის მე-4 მუხლის 61 პუნქტით დადგენილი წესით შერჩეულ წინასასამართლო სხდომის მოსამართლეზე;

დ) განცხადება გადაწყვეტილებაში ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ ნაწილდება გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლეზე;

ე) განაჩენის გამოტანის შემდეგ წარდგენილი შუამდგომლობა განაჩენის აღსრულების გადავადების, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის ან მისი დუბლიკატის გაცემის, სააღსრულებო ფურცელში უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ ნაწილდება განაჩენის გამომტან მოსამართლეზე;

ვ) ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ გაუქმების შემთხვევაში, საქმე ნაწილდება გასაჩივრებული განჩინების გამომტან მოსამართლეზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლითა და 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით, 85-ე მუხლით, 114-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმეები ნაწილდება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოსამართლეზე.

5. საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და შუამდგომლობები დაერთვის მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს.

6. საქმეთა განაწილების მიზნებისათვის მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტითა (გარდა „ე2“ ქვეპუნქტისა) და მე-3 პუნქტით (გარდა „ა“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ საქმეთა რაოდენობა.

7. მოსამართლის შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში, ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული საქმეები გადაეცემა ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს. სამსახურებრივი უფლებამოსილების განახლების შემდეგ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული საქმეები უბრუნდება თავდაპირველ მოსამართლეს, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმეები მოსამართლის მიერ მოხსენებითი ბარათით მიმართვის შემთხვევაში დაუბრუნდება თავდაპირველ მოსამართლეს.

8. მოსამართლის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენებისას, ასევე მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა სასამართლოში/კოლეგიაში/პალატაში/ვიწრო სპეციალიზაციაში გადასვლის ან სხვა სასამართლოში მივლინების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საქმეები ნაწილდება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, ხოლო იმავე სასამართლო კოლეგიის/პალატის სხვა ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლის გადასვლის შემთხვევაში მასზე ნაწილდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ვ-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმეები.

9. სამუშაო და არასამუშაო საათებში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმეები ნაწილდება მორიგე მოსამართლეზ