1. შეიქმნას ახალქალაქის რაიონული სასამართლო.
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.
4. ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
5. ახალციხის რაიონული სასამართლო
1. შეიქმნას ახალციხის რაიონული სასამართლო.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ახალციხის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 მოსამართლით.
4. ახალციხის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 3 მოსამართლით, რომელთაგან:
ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტში;
ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ასპინძის მუნიციპალიტეტში;
გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტშ