გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიგიორგი მიქაუტაძე
დანართი 1
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/92-2006
2006 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობისა და მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია სამოქალაქო საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავები, გარდა საკუთრების, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (გირავნობა, იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებული დავებისა; იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული დავები; გაკოტრების საქმეთა წარმოება;
ბ) ვალდებულებით-სამართლებრივი დავები და აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული დავები, გარდა ამ პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავებისა;
ბ1) საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული სესხის (მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული სესხის) ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს და აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული დავები;
გ) საოჯახო სამართლებრივი დავები; სამემკვიდრეო დავები;
დ) უდავო წარმოების საქმეები; გამარტივებული წარმოების საქმეები; შრომითი სამართლებრივი დავები; მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავები; პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დავები; ნაწარმოების გამოყენების აკრძალვის და საავტორო უფლების მფლობელთან დადებული სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები;
ე) კომერციული დავები (ამ გადაწყვეტილების მიზნებისთვის, კომერციულ დავას წარმოადგენს და მხოლოდ ამ ქვეპუნქტს განეკუთვნება ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი კატეგორიის ქონებრივ-სამართლებრივი დავა, გარდა საოჯახო სამართლებრივი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებისა), თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს; სამეწარმეო სამართლებრივი დავები; ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები, გარდა ნაწარმოების გამოყენების აკრძალვის და საავტორო უფლების მფლობელთან დადებული სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ დავებისა.
2. განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია ადმინისტრაციულ საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დავები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე დავები; ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების თაობაზე დავები; აღიარებითი სარჩელის თაობაზე დავები; სააღსრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები; საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1-VII4, VII6-VII10 და VII13-VII15 თავებით განსაზღვრული დავები;
ბ) ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების თაობაზე დავები; საგადასახადო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები (სხვა დავები); საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1-VII5 და VII7-VII16 თავებით განსაზღვრული დავები;
გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის თაობაზე დავები; შრომითი დავები; საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1-VII4, VII7-VII10 და VII13-VII15 თავებით განსაზღვრული დავები;
დ) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავები; მიწის კანონმდებლობიდან და სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავები; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავები; საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1-VII4, VII7-VII10 და VII13-VII15 თავებით განსაზღვრული დავები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველი საქმეები.
3. ეს გადაწყვეტილება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2006 წლის 1 ნოემბრიდან.
4. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან.
ვალერი
ცერცვაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
.
დანართი 2
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/150-2007
2007 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
ეს გადაწყვეტილება, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, 23-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიებს, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობას.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოე