1. შეიქმნას ზუგდიდის რაიონული სასამართლო.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ზუგდიდის, ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 8 მოსამართლით.
4. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 3 მოსამართლით, რომელთაგან:
ა) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტში;
ბ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში;
გ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტშ