1. საერთო სასამართლოებში საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა სპეციალიზაციის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით. შერჩევის შედეგის ამსახველი დოკუმენტი დაერთვის საქმეს. მოსამართლეთა სპეციალიზაციის მოთხოვნა არ ვრცელდება მორიგეობის დროს გასანაწილებელ საქმეებზე.

2. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სასამართლო კოლეგიებში დადგენილია მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია, საქმეები ნაწილდება შესაბამისი კოლეგიის/ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის.

3. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც არ არის შექმნილი სასამართლო კოლეგიები, საქმეები ნაწილდება შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

4. თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მაგისტრატ მოსამართლეს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დავალებული აქვს საქმის განხილვა მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შემოსული საქმეები ნაწილდება ასევე მაგისტრატ მოსამართლეზე.

5. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულია მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია, მაგისტრატი მოსამართლის არყოფნისას საქმეები ნაწილდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის, ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის/მოსამართლეთათვის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დავალებისას – მაგისტრატ მოსამართლესა და აღნიშნულ მოსამართლეთა შორის.

6. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქმის ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში/კოლეგიაში/პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში განხილვა არ შეიძლება დაევალოს შესაბამისი სპეციალიზაციის ყველა მოსამართლეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა.

61. ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის დასრულების შემდეგ ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს შესაბამისი კოლეგიიდან/ვიწრო სპეციალიზაციიდან წინასასამართლო სხდომის მოსამართლის შერჩევას. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე რამდენიმე ბრალდებულის არსებობისას ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეირჩევა წინასასამართლო სხდომის მხოლოდ ერთი მოსამართლე.

7. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში საქმის კოლეგიურად განხილვისას, სასამართლოს თავმჯდომარე განსაზღვრავს კოლეგიურ შემადგენლობას, საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილეობით.

8. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის საქმეზე სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის მიზნით ელექტრონული სისტემა დამატებით უზრუნველყოფს შესაბამისი კოლეგიიდან/პალატიდან/ვიწრო სპეციალიზაციიდან მოსამართლის შერჩევას.

81. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმეები ნაწილდება შესაბამისი პალატის/კოლეგიის/ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის.

9. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას საქმე ნაწილდება სხდომის თავმჯდომარეზე/მომხსენებელ მოსამართლეზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ საქმის განხილვისას, ელექტრონული სისტემა, საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეებისა და სხდომის თავმჯდომარის/მომხსენებელი მოსამართლის გათვალისწინებით, დამატებით უზრუნველყოფს დიდი პალატის შემადგენლობიდან საჭირო რაოდენობის მოსამართლეთა შერჩევას.

11. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლის აცილების/თვითაცილებისას, ასევე ობიექტური მიზეზით მის მიერ საქმის განხილვის შეუძლებლობისას, საქმე ნაწილდება აღნიშნული მოსამართლის მონაწილეობის გარეშე, ამ მუხლით დადგენილი წესით.

12. საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ცალკეულ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დგინდება მორიგეობა და არასამუშაო და სამუშაო საათებში აღნიშნული საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა მორიგეობის გრაფიკის მიხედვით. ამ შემთხვევაში განაწილებულ საქმეთა რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება.

13. მოსამართლის მიერ არანაკლებ 7 დღით შვებულებით ან სამსახურებრივი მივლინებით სარგებლობისას, ასევე, წინასწარ ცნობილი დროებითი შრომისუუნარობის გამო მოსამართლისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, მასზე არ ნაწილდება საქმეები (გარდა მორიგეობის დროს შემოსული საქმეებისა) სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებამდე 1 სამუშაო დღით ადრე – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში, 3 სამუშაო დღით ადრე – სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში.

14. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების (შვებულება, სამსახურებრივი მივლინება, დროებითი შრომისუუნარობა, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება) პერიოდში მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობა არ აღემატება 5 დღეს და გასანაწილებელი საქმეების განხილვის ვადა აღემატება 72 საათს. ამ შემთხვევაში მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება მოსამართლისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებამდე 1 სამუშაო დღით ადრე. მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს განსაკუთრებული ობიექტური გარემოება და საქმეების განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს.

141. მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში, როგორც წესი, მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება, გარდა იმ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებისა, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს. აღნიშნული წესი არ ვრცელდება თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ მოსამართლეზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა, ხოლო სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს შესაბამის პალატაში სამზე ნაკლები მოსამართლეა.

142. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისას, ასევე იმავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში/კოლეგიაში/პალატაში გადასვლის შემთხვევაში, მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან გადაწყვეტილების ამოქმედებამდე პერიოდში.

15. შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და დროებითი შრომისუუნარობის  პერიოდში, ასევე განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობისას, მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეზე საპროცესო მოქმედების განსახორციელებლად, თუ ირღვევა ამ მოქმედების შესასრულებლად საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადა ან შუამდგომლობის განსახილველად, თუ შუამდგომლობის განუხილველობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, საქმე დროებით გადაეცემა ამ მუხლის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს. აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების ან შუამდგომლობის განხილვის შემდეგ საქმე უბრუნდება განმხილველ მოსამართლეს.

16. მოსამართლის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენებისას, ასევე მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა სასამართლოში/კოლეგიაში/პალატაში გადასვლის ან სხვა სასამართლოში მივლინების შემთხვევაში, მის წარმოებაში არსებული საქმეები ნაწილდება სხვა მოსამართლეებზე ამ მუხლის შესაბამისად. იმავე სასამართლოს კოლეგიის/პალატის სხვა სპეციალიზაციაში მოსამართლის გადასვლის შემთხვევაში, მის წარმოებაში არსებული ის საქმეები, რომლებზეც არსებითი განხილვა არ არის დაწყებული, მოსამართლის მიერ მოხსენებითი ბარათით მიმართვის შემთხვევაში, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით ნაწილდება სხვა მოსამართლეებზე ამ მუხლის შესაბამისად. უფლებამოსილების შეწყვეტიდან ან სხვა სასამართლოში/კოლეგიაში/პალატაში/სპეციალიზაციაში უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში ყოფილი მოსამართლის იმავე თანამდებობაზე გამწესების, ხოლო მოქმედი მოსამართლის იმავე სასამართლოში/კოლეგიაში/პალატაში/სპეციალიზაციაში გადასვლის შემთხვევაში ამ პუნქტით განაწილებული საქმეები მოსამართლის მიერ მოხსენებითი ბარათით მიმართვის შემთხვევაში დაუბრუნდება თავდაპირველ მოსამართლე