1. საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილება, გარდა ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, რიცხვების გენერირების ალგორითმის საფუძველზე.
2. შემთხვევითი განაწილების პრინციპი გულისხმობს ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმის განაწილებას ამ წესით დადგენილი პროცედურის დაცვით ავტომატურად შერჩეულ შესაბამისი კოლეგიის/პალატის/ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეზ