1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში დანერგილი სიახლეები, განსაკუთრებული მიდგომები და სტანდარტები.

2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები და ნორმები.

3. ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტების მოდულის მიზანია, მოსამართლეებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტები, ბავშვის განვითარების, ასაკობრივი თავისებურებებისა და ტრავმული გამოცდილების გავლენა ანტისოციალური და კრიმინალური ქცევის ჩამოყალიბებაზე.

4. ძალადობა ბავშვებზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე მოდულის მიზანია, მოსამართლეებს გააცნოს ძალადობის ძირითადი ფორმები და ძალადობაგანცდილი ბავშვის ფიზიკური და ქცევითი ინდიკატორები, ძალადობით გამოწვეული სტრესისა და ტრავმის გავლენა ბავშვის განვითარებაზე.

5. დაზარალებული და მოწმე ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებანის მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს დაზარალებულ და მოწმე ბავშვთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტებ