1. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ წესის დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 მარტამდე.

2. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ წესის დანართით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ.

დანართი

პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა

№

ინფორმაციის დასახელება

განახლების ვადები

1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ

1.1

ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.2

ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.3

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

1.4

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში

1.5

ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილეების, წევრების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელისა და მოადგილეების) შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.6

ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.3

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების ფორმა, ნიმუში და შევსების ინსტრუქცია

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.4

ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.5

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

2.6

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და     მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

ქვეყნდება კვარტალურად

3. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

3.1

ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.2

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებს

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.3

ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში

ქვეყნდება კვარტალურად

4. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო

შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ

4.1

სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა

ქვეყნდება კვარტალურად

4.2

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ  სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია  მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით

ქვეყნდება კვარტალურად

4.3

ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ

ქვეყნდება კვარტალურად

4.4

რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები

ქვეყნდება კვარტალურად

5. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

5.1

ადმინისტრაციული ორგანოს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები

ქვეყნდება კვარტალურად

5.2

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)

ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად

5.3

ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)

ქვეყნდება კვარტალურად

5.4

ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული  სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)

ქვეყნდება კვარტალურად

5.5

ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.6

ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.7

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია  ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.8

ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.9

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები)  გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.10

უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების  მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.11

ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.12

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების  შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება კვარტალურად

5.13

სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების  შესახებ

ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში

6. სამართლებრივი აქტები

6.1

ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან  10 დღეში

6.2

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან  10 დღეში

7. სხვა საჯარო ინფორმაცია

7.1

ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

7.2

ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

7.3

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

7.4

ინფორმაცია სასამართლოთა, მათ შორის მაგისტრატ სასამართლოთა რაოდენობის, აგრეთვე გენდერული ასპექტის გათვალისწინებით სასამართლოს თავმჯდომარეთა, კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეთა რაოდენობისა და მოსამართლეთა საერთო რაოდენობის შესახებ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

შენიშვნა:

1. ნუსხის მიზნებისათვის „თანამდებობის პირი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირებს.

2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება იმ კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, დაკავშირებულია ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და/ან თავდაცვასთან.

4. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.

დანართი 18

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/104

2014 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმის ნიმუშის

დამტკიცების შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 364 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ საფუძველზე, დამტკიცდეს მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმის ნიმუში თანდართული სახით.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

ლევან მურუსიძე

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

დანართი

მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმის ნიმუში

მოსამართლე -------------------
საქმიანობის შეფასების შედეგი:

(სახელი, გვარი)

შეფასება კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მიხედვით

მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს

მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს

მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს

შეფასება კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით

კრიტერიუმი

მიღებული ქულა

მაქსიმალური ქულა

სამართლის ნორმების ცოდნა

20

სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია

20

წერის უნარი

20

ზეპირი კომუნიკაციის უნარი

15

პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში

15

აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა

5

პროფესიული აქტივობა

5

ქულათა ჯამი

100

შემფასებლის ხელმოწერა:

თარიღი:

დანართი 19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/232

2015 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მოსამართლის სპეციალიზაციის

სტანდარტის დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტი თანდართული დანართით.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

ლევან მურუსიძე

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

დანართი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარ