1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი და პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში – „ნუსხა“).
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებზე:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლო;
ბ) სააპელაციო სასამართლო;
გ) რაიონული (საქალაქო) სასამართლო;
დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.
4. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებზე არ ვრცელდება ამ წესის დანართის მე-4 ნაწილის, მე-5 ნაწილის პირველი, მე-2, მე-8-მე-13 პუნქტებისა და მე-7 ნაწილის მე-4 პუნქტის მოთხოვნებ