1. საქმისწარმოება სასამართლოში შესაძლებელია დაიწყოს საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) მეშვეობით განცხადების ან სარჩელის შეტანის გზით. ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის მიზნით მომხმარებელმა უნდა შეავსოს ელექტრონულ სისტემაში არსებული მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი, დაეთანხმოს ელექტრონული სისტემის გამოყენების პირობებს და გამოიყენოს ტელეფონზე მიღებული მომხმარებლის აქტივაციის ბმული. რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია ელექტრონულ სისტემაში მის მიერ ასახული ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაზე და ვალდებულია, მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ასახოს ელექტრონულ სისტემაში განახლებული მონაცემები. ასეთი ცვლილების განუხორციელებლობით დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგისტრირებულ მომხმარებელს.

2. სასამართლოში შემოსული დოკუმენტის (საქმის) მიღება-რეგისტრაციას და მათ პირველად დამუშავებას ახორციელებს შესაბამისი სასამართლოს კანცელარია ან მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. დოკუმენტის (საქმის) პირველადი დამუშავების პროცესი მოიცავს ელექტრონულად შემოსული დოკუმენტის (საქმის) ფორმალური მხარის შემოწმება