1. საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაში მოსამართლეთა შესაბამის სპეციალიზებულ შემადგენლობაში/კოლეგიაში/პალატაში/ვიწრო სპეციალიზაციაში რეგისტრაციას, რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანას, ასევე, რეგისტრაციის მონაცემების გაუქმებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი.
2. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამართლის შვებულების, მივლინებისა და დროებითი შრომისუუნარობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.
3. მოსამართლე შვებულებაში, მივლინებაში გასვლამდე, როგორც წესი, 5 დღით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგენს შესაბამის განცხადებას, ხოლო დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობისას დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტ